ციფრული ბიბლიოთეკა

ელგუჯა მარღია

1963 -

ავტორის შესახებ

ელგუჯა მარღია ( დ. 15 ივლისი, 1963 ) – ქართველი პოეტი, მთარგმნელი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის, ჟურნალ „ცისკარში“ ლიტმუშაკად. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხის თანამშრომელი;სტუდია „პუბლიცისტისა“ და დილის პროგრამა „ალიონის“ ჟურნალისტი. 2003 წელს რუსულად გამოცემულ „მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგიაში“ გამოქვეყნდა ელგუჯა მარღიას რამდენიმე ლექსიც. ელგუჯა მარღიამ, მანანა გეგიძესთან ერთად, 2003 წელს დააფუძნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“, რომლის ბაზაზეც შეიქმნა საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Brand News, რომელიც ატარებს ხოლმე ყოველწლიურ კონკურსს „ქართული ბრენდის დღე“. 2013 წელს გამოსცა 230 გარდაცვლილი ავტორის პოეზიის, პროზის, თარგმანების, ესეების, წერილების სამტომეული, სახელწოდებით „ხსოვნის ნათელი“. 2018 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს მიუძღვნა ელგუჯა მარღიას რობაიების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!“ (იდეის ავტორი როსტომ ჩხეიძე, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ინსცენირება იოსებ ჭუმბურიძისა).