ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

110 რობაი

გამოცემის წელი2015
გამომცემლობასაუნჯე
რედაქტორიროსტომ ჩხეიძე

,,ერთდროულად, გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, როცა გავიგე, რომ ელგუჯა მარღიას რობაიები ისეთ მკაცრ შემფასებელსაც კი შეუქია, ძნელად რომ რაიმეს მოაწონებ. გულუბრყვილობის ასაკს კარგა ხანია, გამოვცდი და ვიცი, რომ ადამიანები იშვიათად ამბობენ იმას, რასაც კაკალ გულში ფიქრობენ, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მაინტერესებს, რადგან მყარად მჯერა და ვერავინ გადამარწმუნებს: ელგუჯა მარღიას რობაიები არა მხოლოდ მისი ნამდვილი შემოქმედებითი გამარჯვებაა, არამედ ეს არის ყველაზე ახალი, ცოცხალი და ჭეშმარიტი ფასეულობა, რაც უკანასკნელი წლების ქართულ პოეზიაში შექმნილა. არ მეშინია: ,,გამოვიდეს რომელიმე ვაჭარი და ამ წვიმის პოეზია უარყოს““ – იოსებ ჭუმბურიძე.