ციფრული ბიბლიოთეკა

დარეჯან კაჭარავა

1945 -

ავტორის შესახებ

დარეჯან კაჭარავა ( დ. 3 ივლისი, 1945 ) – არქეოლოგი, მეცნიერი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი არქეოლოგის კვალიფიკაციით 1967 წელს. 1967-2008წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი; 1968-1971წწ. – ასპირანტი; 1972-1975წწ. – უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1997წწ. – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2005წწ. – კლასიკური არქეოლოგიის განყოფილების გამგე; 2000-2001წწ. – ეგზეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტი (მიწვევით); 2004-2006წწ. – დირექტორის მოადგილე უცხოეთთან ურთიერთობის დარგში; 2006-2008წწ. – მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2016წწ. – საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების კონსერვატორი; 2017 წლიდან - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე. მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში (1967-2015წწ. ვანის, 1967 წელს - მცხეთის, 1967-1968წწ. - ბიჭვინთის, 2002 წლიდან ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი); კითხულობდა ლექციებს: 2002-2008წწ. – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს არქეოლოგია; 2009-2010წწ. – წმინდა ანდრიას უნივერსიტეტი, კლასიკური არქეოლოგია; 2015-2017წწ. – საქართველოს უნივერსიტეტი, კლასიკური არქეოლოგია.