წიგნში „ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან“ ბერძნულ-რომაული, ბიზანტიური წერილობითი წყაროებისა და მრავალფეროვანი არქეოლოგიური ძეგლების საფუძველზე განხილულია საქართველოს მიწა-წყალზე ადამიანის თავდაპირველი განსახლება, მიწათმოქმედების წარმოშობა, ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიის განვითარება, ურბანისტული ცივილიზაციის წარმოქმნა, პირველი ქართული სახელმწიფოების – კოლხეთისა და იბერიის სულიერი და ნივთიერი კულტურა (რელიგია, ხუროთმოძღვრება, ტორევტიკა და ოქრომჭედლობა).