ავტორის შესახებ
ნინო ჩიხლაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი. კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში. წლების განმავლობაში იკვლევს შუა საუკუნეებისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული მონუმენტური და დაზგური მხატვრობის ისტორიისა და მხატვრული ინტერპრეტაციის საკითხებს. იღებს მონაწილეობას ლოკალურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები. წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს მონაწილეობა ან თავად კურირებდა გამოფენებს შუა საუკუნეებისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული მონუმენტური და დაზგური მხატვრობის მიმართულებით. კითხულობდა საჯარო ლექციებს, იღებს მონაწილეობას მასმედიით (ტელევიზიები, რადიო) გადაცემულ საგანმანათლებლო გადაცემებში. იღებს მონაწილეობას ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლთა საკონსერვაციო-კვლევით პროექტებში.