,,წინამდებარე წიგნი მონოგრაფიაა შუა საუკუნეების კულტურის ღირსშესანიშნავი ძეგლისა, რომლის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, 2001 წელს აქ ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობის მოხატულობა აღმოჩნდა. იშვიათი ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებთან მჭიდროდ დაკავშირებული მხატვრობის ძირითადი ფენა XIV. ს, შუა წლებით, ხოლო კანკელის ხატები და ცალკეული ფრაგმენტები XVII საუკუნით დათარიღდა. ეკლესიის X- ს. არქიტექტურის, წარწერებისა და რელიეფური სამკაულის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა მათში ასახული ქართული სახელმწიფოს გაერთიანების წინაისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები და ისეთი გამორჩეული პერსონაჟები, როგორებიც არიან ლეონ III აფხაზთა მეფე (957-967) და ქართლის ერისთავი იოანე მარუშის ძე. ეკლესიის კედლის მხატვრობის, მოგვიანო საუკუნეთა ხუროთმოძღვრული გადაკეთებებისა თუ არქიტექტურულ კომპლექსში შემავალ სხვა ნაგებობათა შესწავლა ხელს უწყობს უკეთ წარმოჩნდეს დირბის უწყვეტი სამონასტრო ცხოვრება და საუკუნეების განმავლობაში მისი კავშირები იერუსალიმის წმინდა მიწის ქართულ სავანეებთან".