ავტორის შესახებ
ვალერიან ცანავა ( დ. 25 იანვარი, 1935 ) – მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1991), აკადემიკოსი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი ნიადაგმცოდნეობა-აგროქიმიის სპეციალობით 1958 წელს. 1958 წელს მუშაობა დაიწყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში აგროქიმიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-მუშაკად, ოზურგეთი-ანასეული; 1966 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება და დაინიშნა უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1972 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება; 1972-1995წწ. - ჩაის და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988 წელს მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის წოდება; 1991 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება 1995-2006წწ. - ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან - ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის აგროქიმია ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით ჟურნალებში. ავტორია შრომის: "ჩაის მცენარის კვების აგროქიმიური საფუძვლები" (თბილისი, გამომცემლობა "მეცნიერება", 1985).