ციფრული ბიბლიოთეკა

სულხან ზუმბურიძე

1976 -

ავტორის შესახებ

სულხან ზუმბურიძე ( დ. 23 აპრილი, 1976 ) – ეკონომისტი, თანამდებობის პირი. 

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1997 წელს; ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2002 წელს; ბერლინის ეკონომიკური ინსტიტუტის მარკეტინგისა და ფინანსების ფაკულტეტი 2004 წელს. 1994 წლიდან - შპს "საქართველოს ტელეკომის" საერთაშორისო და საქალაქთშორისო კავშირგაბმულობის კომპანია; 2002-2003წწ. - ბერლინში კომერციულ ბანკში საერთაშორისო საოპერაციო განყოფილების მენეჯერის თანაშმწე, ფინანსური მენეჯერის თანაშემწე; 2004 წლიდან - "მაგთიკომის" ფინანსური ანალიტიკოსი, მარკეტინგის განყოფილების პროექტების მენეჯერი; 2005-2006წწ. - "გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თავმჯდომარე; 2006 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორის მოადგილე, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით სსე აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და მოწყობილობებით. საიმედო ტელეკომუნიკაციების საშუალებებისა და "სკადა" სისტემის დანერგვით ეფექტური გახდა საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა, ამაღლდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის მუშაობის საიმედობა და ყველა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი. მოწესრიგდა როგორც სათაო, ასევე რეგიონული მართვის ცენტრების ადმინისტრაციული შენობები.