მონოგრაფიაში შემოთავაზებულია დიდმასშტაბიანი ორგანიზაციული სისტემების ეფექტური დაგეგმვის კვლევისა და ანალიზის მეთოდები, მოდელები და ალგორითმები. მიღებული მოდელების საშუალებით დამუშავებულია რეგიონის მდგრადი განვითარების მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომელიც ანალიტიკურ მოდელებს ეფუძნება და რეგიონის განვითარების სცენარების კვლევასა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა. დამუშავებულია სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვის ორგანიზაციული მოდელი.