ციფრული ბიბლიოთეკა

რატი ბურდიაშვილი

1971 -

ავტორის შესახებ

რატი ბურდიაშვილი ( დ. 11 იანვარი, 1971 ) – ეკონომიკის დოქტორი. მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1999 წლიდან. ის უძღვება ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში შესაბამისად შემდეგ სასწავლო კურსებს: საბანკო ოპერაციებისა და პროცესების სააღრიცხვო უზრუნველყოფა, ფინანსური ანგარიშგება ბანკში. ის დაინტერესებულია საბანკო ზედამხედველობის სრულყოფის საკითხებით და კაპიტალისა და ლიკვიდურობის სტანდარტების და სხვა მარეგულირებელი მოთხოვნების გავლენით კომერციული ბანკების საქმიანობაზე და ბიზნეს-პროცესებზე. მუშაობს ისეთი "იდეალური" კომერციული ბანკის მოდელის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, ბანკის, როგორც ბიზნეს-სუბიექტის წარმატებულ ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მისთვის დადგენილი საზედამხედველო მოთხოვნების სრულ და დროულ დაცვას.