სასწავლო-პრაქტიკულ სახელმძღვანელოში „ფული, ფულის მიმოქცევა და კრედიტი განხილულია ფულის არსი, წარმოშობა, ძირითადი ფუნქციები, სახეობები, ფულადი მასა და ბაზა, ფულის როლი კვლავწარმოების პროცესში, ფულის ემისია და ფულის მიმოქცევა, უნაღდო და ნაღდი ფულადი ბრუნვები, ფულადი ანგარიშსწორებების ფორმები. გაშუქებულია ინფლაციის არსი, სახეობები, კლასიფიკაცია და განსაზღვრის პრაქტიკუმი. შესწავლილია სავალუტო სისტემა და ვალუტის კურსის განსაზღვრის პრაქტიკუმი. მიმოხილულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და საქართველოს ფულადი ერთეულები.