ციფრული ბიბლიოთეკა

ანა თოხაძე

ავტორის შესახებ

ანა თოხაძე – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული, ასევე, ამავე ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტი (სპეციალიზაცია: სამოქალაქო სამართალი, საკორპორაციო სამართალი); 2021 წლის 2 მაისიდან საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის“ საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. 2021 წელს გაიარა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა; ამავე წელს ჩააბარა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2019 წლიდან 2021 წლამდე იყო სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი დორა პლუს 2.2. მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტის ფარგლებში ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში; 2018 წელს იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიის სტიპენდიატი ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; ასევე 2018 წელს მოიპოვა მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის კვლევითი სტიპენდია; იყო მიწვეული უპსალას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სადისერტაციო კვლევითი პროექტის წარსადგენად; 2016-17 წლებში იყო ერასმუს მუნდუს ჰერმესის დოქტორანტთა გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამის მონაწილე ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით ― ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და მაგისტრთა საერთაშორისო კვლევების ცენტრის ერთობლივი პროგრამის კვლევითი-სასწავლო სტიპენდიის გამარჯვებული. ანა არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.