წინამდებარე სახელმძღვანელო შედგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალმიღებული კანონის საფუძველზე (ამოქმედების თარიღი: 2022 წლის 1 იანვარი) და გადმოსცემს საკორპორაციო სამართლის ძირითად რაობას, დანიშნულებას, თვისებებსა და კრიტიკას. ქართული უმაღლესი იურიდიული განათლების სინამდვილეში იგი პირველი მცდელობაა იმ საკითხავი მასალის ერთ წიგნში თავმოყრისა, რაც აუცილებელია დარგის ასათვისებლად. ერთგვარი სიახლეა სახელმძღვანელოს პირველი ნაწილიც, „საკორპორაციო სამართლის ზოგადი დებულებები და პრინციპები“ (ავტორი პროფ. ირაკლი ბურდული), რომელიც ქართულ ენაზე ამ სფეროთი დაინტერესებულთათვის დღემდე არ გამოქვეყნებულა. ნაშრომი განკუთვნილია დისციპლინის შემსწავლელი სტუდენტებისა და საერთოდ, მისი დაუფლების მსურველ მკითხველთა ფართო წრისათვის.