ავტორის შესახებ
ლუციუს ანეუს სენეკა ( დ. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4, კორდუბა (კორდობა) – გ. ახალი წელთაღრიცხვის 65, რომი ) — რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე. ნერონის აღმზრდელი და სტოიციზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მიეკუთვნებოდა მხედრის წოდებას.