,,მეტისმეტად ხანმოკლეა აწმყო; იმდენად ხანმოკლე, რომ ზოგიერთს არარადაც კი ესახება ის. გამუდმებით რბოლაშია იგი, მიედინება და მიჰქრის; მანამ ილევა, სანამ დამდგარა და ცარგვალსა და ვარსკვლავებზე მეტად ვერ ითმენს შეყოვნებას, რომელთაც მარად შეუსვენებელი მოძრაობა ერთ ადგილას არ გააჩერებს. ასე რომ, საქმით გართულებს აღელვებთ მხოლოდ აწმყო, რომელიც იმდენად ხანმოკლეა, რომ ვერ მოიხელთებ და ესეც კი ხელიდან ეცლებათ, იმდენ რამეს მიედ-მოედებიან".