ციფრული ბიბლიოთეკა

ნანა რუსაძე

1973 -

ავტორის შესახებ

ნანა რუსაძე ( დ. 1 ოქტომბერი, 1973 ) – მეცნიერი, პედაგოგი. 

დაამთავრა აკად. ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1995 წელს. 2000-2003წწ. მუშაობდა ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ეკონომიკის კათედრის ასისტენტად; 2011 წლიდან არის ქუთაისის N23 ბაგა-ბაღის დირექტორი; 2015-2018წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი, ხოლო 2017-2018 წლებში ამავე უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) მკვლევარი, სადაც მის მიერ დამუშავდა "საჯარო მმართველობის ინდექსი (Ipa) - თვითმმართველი ერთეულების მართვის ტექნოლოგია"; 2018 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი; 2016-2019წწ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მიწვეული ლექტორია, ხოლო 2019 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2023 წლის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსში "მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის" (RA 2023) მისი საკონკურსო განაცხადი (RA-23-063) სოციალური მეცნიერებების მიმართულებაში ოთხ საუკეთესო განაცხადს შორის აღიარეს; გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი - 5 წიგნი და მონოგრაფია, 18 სამეცნიერო სტატია. საჯარო მმართველობაში დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი თემა - "საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები (იმერეთის მაგალითზე)". საჯარო მმართველობის დოქტორი.