ნაშრომი წარმოადგენს ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის კომპლექსური, ავტონომიური კვლევის ერთ-ერთ პირველ მცდელობას ქართულენოვან სამეცნიერო სივრცეში. იგი იხილავს ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის არსს, ევოლუციას, ისტორიული ასპექტებს საქართველოში, ეკონომიკურ და კომერციულ დიპლომატიას პოსტსოციალისტურ საქართველოში და თანამედროვე პირობებში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში.