ავტორის შესახებ
ლელა ლაშხი ( დ. 16 აპრილი, 1982 ) – ქართველი მწერალი, რეჟისორი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი. ცხოვრობს საფრანგეთში 2013 წლიდან. არის პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრი. მისი თანარეჟისორობითა და თანაავტორობით, 2014 წელს პარიზში, Théâtre Antoine-ში დაიდგა სპექტაკლი „Cours, cours encore“. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. 2012 წელი - "ლტოლვილთა სამოთხე". 2015 წელი - " გოგონა საცვლების გარეშე". 2020 წელი - "ჟაკლინი". 2018 - 2021 წლებში იყო შატო Maubuisson-ის შეფ-მზარეული. ამჟამად პარიზის მერიის სამედიცინო რესტორაციის ინსპექტორია.