ლელა ლაშხის პროზაული კრებული „აღმართი“ რვა მოთხრობას აერთიანებს. მათი საერთო თემაა ქალი და მისი ადგილი საზოგადოებაში, როგორც საქართველოში, ასევე დედამიწის სხვა კუთხეებში. ავტორი ცდილობს, ობიექტურად დაგვანახოს სხვადასხვა სოციალური წრის ქალების მდგომარეობა, გვიჩვენოს, რა შეუძლია ქალს დღეს ან რას უქადის მას მომავალი.