ავტორის შესახებ
გიორგი ნაფეტვარიძე ( დ. 3 აპრილი, 1919 – გ. 23 მაისი, 1942 ) – ქართველი პოეტი.
დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1939 წელს. 1941-1942წწ. დიდი სამამულო ომის მონაწილე. გმირულად დაიღუპა სევასტოპოლის მახლობლად. პირველი ლექსი 1936 წელს დაბეჭდა გაზეთ "სტალინელში". ლექსებისა და პოემების პირველი კრებული "გაფრენილი დურაჯი" 1957 წელს გამოქვეყნდა. პოეტური და პროზაული ნაწარმოებების ძირითადი მოტივებია სიყვარული, პატრიოტიზმი, მოწოდება შემოსეულ მტერთან დაუნდობელი ბრძოლისაკენ (კრებულები: "დაუმთავრებელი ბალადა", 1961; "სიყვარული", 1965; "ლექსები. ბალადები. პოემები. მოთხრობები. ფრონტული წერილები", 1970; "ნახვამდის", 1979).