კრებული ფრონტზე დაღუპული ახალგაზრდა მწერლის გიორგი ნაფეტვარიძის მეორე წიგნია. მისი შემოქმედება – მისი ლირიკა და პროზაული ესკიზები – გამთბარია პატრიოტული გზნებით და სულიერი კეთილშობილებით. აქ დაბეჭდილი ლექსები, რომელთა ჟღერადობაში ჰარმონიულადაა შერწყმული ვაჟკაცური, შემტევი ბგერები ლირიკულ ჰანგებთან, მკითხველს დაანახვებენ პოეტის ორიგინალურ ნიჭს.