ციფრული ბიბლიოთეკა

გურამ თოფურია

1930 - 2006

ავტორის შესახებ

გურამ თოფურია ( დ. 27 მარტი, 1930 – გ. 31 მაისი, 2006 ) – ქართველი ენათმეცნიერი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1954 წელს. 1957 წლიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1966წწ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1966 წლიდან მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1987წწ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე; ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნური) ენათა მკვლევარი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.