ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

დიდოური ენა

გამოცემის წელი2007
გამომცემლობაუნივერსალი
რედაქტორიგურამ თოფურია

მონოგრაფიაში წარმოდგენილია დიდოური ენის გრამატიკული სტრუქტურის მოკლე აღწერითი ანალიზი, რომელსაც თან ერთვის დიალექტური ტექსტები. მეტ-ნაკლები სისრულით განხილულია დიდოურ ენაში არსებული ყველა გრამატიკული კატეგორია და მოცემულია მათი სისტემატიზაციის სურათი. დამატებით გამოყოფილია აქამდე უცნობი (მაგალითად, გვარის) გრამატიკული კატეგორია, რასაც ახლავს სათანადოდ დასაბუთების ცდა. ნაშრომში თანამიმდევრულად გათვალისწინებულია დიალექტთა და თქმათა მონაცემები. წიგნი განკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევართათვის, ენის თეორიის სპეციალისტთა და კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტთათვის, იგი გამოადგება ისტორიკოსებს, ფოლკლორისტებსა და კავკასიის ხალხთა კულტურის ისტორიით დაინტერესებულ პირთ.