ციფრული ბიბლიოთეკა

ორჰან ფამუქი

1952 -

ავტორის შესახებ

ორჰან ფამუქი ( დ. 7 ივნისი, 1952, სტამბოლი ) – თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-რომანისტი. საკუთარ სამშობლოში უზომოდ პოპულარული მწერლის მკითხველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება მთელ მსოფლიოში. მისი, როგორც ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე რომანისტის ნამუშევრები თარგმნილია ორმოცზე მეტ ენაზე. მიღებული აქვს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები. 2006 წლის 12 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში — თურქეთის პირველი მოქალაქე, რომელიც ნობელის პრემიას იღებს.