ავტორის შესახებ
რობერ ბრესონი ( დ. 25 სექტემბერი, 1901 – გ. 18 დეკემბერი, 1999 ) – ფრანგი კინორეჟისორი.
ფილმის გადაღების მიმართ თავშეკავებული მიდგომებით ცნობილმა ბრესონმა კინოხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. არაპროფესიონალი მსახიობები, ფრაგმენტული ნარატივი და მუსიკალური გაფორმების ნაკლებობა ის ნიშნებია, რის გამოც მისი ფილმები მინიმალისტური კინოს საუკეთესო ნიმუშებად მიიჩნევა. ბრესონის ნამუშევრების უმრავლესობა ტრაგიკული სიუჟეტითა და ხასიათით გამოირჩევა.