ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჩანაწერები კინემატოგრაფზე

გამოცემის წელი2017
გამომცემლობასეზანი

1975 წელს რობერ ბრესონი აქვეყნებს „ჩანაწერებს კინემატოგრაფზე“. ამ ერთი შეხედვით უბრალო სათაურის უკან იმალება უზარმაზარი სამყარო. ხელოვნების ახალი დარგის სამყარო, მისი არსი. ამ დარგს ბრესონი უწოდებს კინემატოგრაფს და კატეგორიულად მიჯნავს მას ჩვენთვის ყველასთვის ჩვეული ცნებისგან – კინოსგან. კინემატოგრაფი – „კედელზე გაჭიმული თეთრი ტილოს მართკუთხედი ნაჭერი“, რომელზედაც, კამერისა და ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, შეიძლება გაიელვოს ადამიანის სულმა.” "ჩანაწერები კინემატოგრაფზე" მოიცავს ოცდახუთწლიან პერიოდს 1950-იდან 1975 წლამდე. აფორიზმების ფორმით ჩამოყალიბებული ეს ნაწერები ყველაზე მნიშვნელოვან და ინდივიდუალურ ნააზრევად არის მიჩნეული კინოხელოვნების შესახებ შექმნილ ნაშრომებს შორის.