ავტორის შესახებ
ჯუმბერ (ვარლამ) ჯიშკარიანი ( დ. 15 ივნისი, 1938 – გ. 3 მაისი, 2018 ) – ქართველი გეოგრაფი და ჟურნალისტი. პრომეთეს მღვიმის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე.