ავტორის შესახებ
გიორგი ჯაბადარი ( დ. 2 ივნისი, 1888 – გ. 16 ივლისი, 1938 ) – პედაგოგი, რეჟისორი. სწავლობდა ბელგიაში 1902 წელს; პარიზში დაამთავრა თეატრალური სტუდია. მუშაობდა ანტუანის ცნობილ თეატრში; 1918 წელს თბილისში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია–თეატრი ("ჯაბადარის სტუდია"), რომელსაც 1920 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1920 წელს ევროპაში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანაშემწე; სხვადასხვა დროს მუშაობდა პარიზის თეატრ "ოდეონში", ბერლინის "სამხატვრო თეატრში"; მას ეკუთვნის ნაშრომი "ქართული თეატრი"; ძმასთან ერთად ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილის "ღალატი"; გერმანულ ენაზე მეუღლესთან ერთად თარგმნა იგივე პიესა, რომელიც 1935 წელს ბერლინის "სამხატვრო თეატრში" წარმოადგინა. კომპოზიტორ ერეკლე ჯაბადარის და ქორეოგრაფისა და ბალეტმეისტერის ილია ჯაბადარის ძმა.


