წინამდებარე წიგნში გაერთიანებულია დიდი ქართველი თეატრალური მოღვაწეების ვალერიან გუნიას, გიორგი ჯაბადარისა და ნიკოლოზ შიუკაშვილის ნაშრომები დიქციის ანუ სიტყვის წარმოთქმის ხელოვნების შესახებ. წიგნი, არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით, პრაქტიკული დანიშნულებითაც ფასდაუდებელია. შეიძლება, ერთგვარ საგანძურთა კრებულადაც კი მივიჩნიოთ. თეატრის მსახურთა გარდა იგი დიდად წაადგება, ყველას, ვისაც საჯარო გამოსვლები და ზეპირმეტყველება უწევს – ორატორული ხელოვნების დაუფლების მსურველთ, მასწავლებლებს, ლექტორებს, პოლიტიკოსებს, იურისტებს და სხვ.

