ავტორის შესახებ
ანტონ I ( ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი იესეს ძე; დ. 28 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 17 ოქტომბერი], 1720 – გ. 12 მარტი [ ძვ. სტ. 1 მარტი], 1788 ) – ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1744–1756 და 1763–1788 წლებში, მწერალი, მეცნიერი, ვახტანგ VI-ის ძმის მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის ელისაბედის (ელენეს) ვაჟი.