„ქართული ღრამმატიკა„ პირველი სრული სასკოლო გრამატიკა და ქართული ენის პირველი გრამატიკაც არის, სადაც, მიუხედავად უცხო ენების გრამატიკათა გავლენისა და იმ შეცდომებისა, რომელთაც ანტონ I ვერ ასცდებოდა იმდროინდელი ენათმეცნიერული აზროვნების პირობებში, ავტორი განსაცვიფრებელი ენობრივი ინტუიციის წყალობით ამჩნევს და აღნუსხავს ქართული ენისათვის ნიშანდობლივ მნიშვნელოვან მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს (მაგ., სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვების ფუნქციები, აკუზატივის უქონლობა, ზმნის მრავალპირიანობა)".