პარიზისა და ლონდონის ფსკერზე ჯორჯ ორუელის პირველი ვრცელი ნაწარმოებია. 1933 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტური პროზის ეს შესანიშნავი ნიმუში მოგვითხრობს ორი ბრწყინვალე ქალაქის, პარიზისა და ლონდონის, ნაკლებად ბრწყინვალე შრეზე –მაწანწალების, ქუჩის ხალხისა და უფასო თავშესაფრების სამყაროზე. პირად გამოცდილებაზე დამყარებულ ამ მძაფრ ტექსტში ცხადად იკვეთება ჯორჯ ორუელისეული ხედვა სიღარიბისა და საზოგადოების შესახებ.