ავტორის შესახებ
ლია ლიქოკელი ( დ. 1986 ) – პოეტი.
დაამთავრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კინორეჟისურის სპეციალობით. 2008-2013 წლებში მუშაობდა დუშეთის სახალხო თეატრში რეჟისორად. პირველი წიგნი, პოეტური კრებული "დევის ცოლის სიცილი" გამოიცა 2013 წელს და 2014 წელს მიიღო პრემია "საბა" ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი. არის ლიტერატურულ კონკურს "წეროს" გამარჯვებული 2014 და 2015 წლებში. მისი ლექსები თარგმნილია შვედურ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.