თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარქსის რომანი „გზა საკურთხევლისკენ“ 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. "გზა საკურთხევლისკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. ლენდონი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ - ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს. რამდენიმე წლის შემდეგ ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს ფილმი A WALK TO REMEMBER, რომელიც რომანზე არანაკლებ პოპულარულია.