ავტორის შესახებ
ხათუნა ბასილაშვილი – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის – დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით. მუშაობს კავკასიის უნივერსიტეტში ინგლისური ენის პედაგოგად. არის კავკასიის უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის დირექტორი, უცხო ენების ცენტრის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი. არის არაერთი წიგნის (როგორც მხატვრული ასევე – სამეცნიერო ლიტერატურის) მთარგმნელი. თარგმნის როგორც ინგლისურიდან ქართულ ენაზე ასევე ქართულიდან ინგლისურზე. მის მხატვრულ თარგმანთა შორის არის ორჰან ფამუქის, ნიკოლას სპარქსის, სტივენ კინგის, ჯეინ ოსტინის და სხვათა ნაწარმოებები.