ნაშრომში განხილულია განათლების სოციოლოგიის აქტუალური საკითხები, განათლების, როგორც სოციალური ინსტიტუტის წარმოშობის, ფუნქციონირებისა და განვითარების პრობლემები, განათლების სოციოლოგიის ძირითადი მიმართულებები, განათლების შესწავლის სოციოლოგიური მეთოდები. აქცენტი გაკეთებულია განათლების ინსტიტუტის სოციალიზაციის ფუნქციაზე, განათლების როლზე პიროვნების სოციალიზაციის პროცესში. დიდი ყურადღება ეთმობა უმაღლესი განათლების თანამედროვე მდგომარეობას მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, უთანასწორობის საკითხებს განათლების სფეროში, კვლევის მეთოდებს განათლებაში, ახალ საგანმანათლებლო პარადიგმებს, ზრდასრულთა და უწყვეტი განათლების საკითხებს.