ავტორის შესახებ
თამარ ბერეკაშვილი ( დ. 1952 ) – მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, სოციოლოგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი ბიოკიბერნეტიკის სპეციალობით 1972 წელს; საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1980 წელს. 1983 წელს გაიარა ამავე ინსტიტუტთან არსებული სინქრონული თარგმნის კურსები. 1972-1984წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1991წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნებათშორისი ურთიერთობების კვლევის ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1994წწ. საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტი, განყოფილების გამგე; 1991-2006წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-2006წწ. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი, უფროსი მასწავლებელი; 1991-2006წწ. სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2008წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოქალაქეებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, განყოფილების გამგე; 1996-2005წწ. მოწვეული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 2003-2008წწ. მოწვეული პროფესორი ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: კულტურის ფილოსოფია, კულტუროლოგია, სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფია, სოციოლოგია და ა. შ., ჟურნალ "სემიოტიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე.