ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ილის ქალაქი

გამოცემის წელი2018
რედაქტორილელა ტუღუში

ილი ერთი პაწაწინა და უცნაური ქალაქია, რომელიც ისე შორსაა, რომ მის შესახებ თითქმის არავის არაფერი სმენია. ალბათ მხოლოდ მე, შენ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ვიცით. რაკი ქალაქი პატარაა, ხალხიც ცოტა ცხოვრობს: გრძელწვერა ბრძენი მოხუცი ტობიასი, დალაქი სორენსენი, მეძეხვე, ხაბაზი, რემო, ტომი, დეიდა სოფიე და ციცქნა კამომილა. ქალაქის სამ ყაჩაღს –კასპერს, იესპერსა და იონათანს, მართალია, ყაჩაღები ჰქვიათ, მაგრამ სხვა ყაჩაღებივით ბოროტები სულაც არ არიან. პოლიციის უფროსი ბასტიანი კი ძალიან კეთილია და ხალხის დაპატიმრება არ უყვარს.