ავტორის შესახებ
სალომე ბენიძე ( დ. 12 ნოემბერი, 1986 ) – ქართველი მწერალი, მთარგმნელი. დაიბადა ქუთაისში. 2003 წელს დაამთვარა წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია. 2003-2007 წლებში სწავლობდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის განხრით. სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით. გამოცემულია მისი ორი პოეტური კრებულები: „ჩემი გაზაფხული” (1993), „საქართველოს ლაჟვარდი“ (1994), „ნუ მომთხოვ დუმილს” (2002), „მოხსენებითი ბარათი” (2011) და „ამბავი უძინართა” (2013). გამოცემული აქვს პოეტური თარგმანების კრებული (ბერნსი, უაილდი, რილკე, პუშკინი, ლერმონტოვი); თარგმნა დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი მხრიდან”, ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი „ოქროს გალია”.