დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერია, რომელსაც სკანდალურმა „და ვინჩის კოდმა” მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, რამდენიმე წიგნს აერთიანებს და თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერებში მყარად იკავებს ადგილს. „და ვინჩის კოდს”, „დაკარგულ სიმბოლოსა” და „ანგელოზებსა და დემონებს” 2013 წელს „ინფერნო” შეემატა, რომლის მთავარი გმირი კვლავ ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი რობერტ ლენგდონია. ისტორიის ლაბირინთებსა და ხელოვნების ნიმუშებში ჩამალული საიდუმლოებების გამოაშკარავების ოსტატის, რობერტ ლენგდონის თავგადასავალი ძირითადად იტალიაში მიმდინარეობს და ფონად დანტეს შემოქმედება გასდევს.