შრომაში განხილულია მარქსისტულ-ლენინური ეთიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ნაკლებად დამუშავებული საკითხი. ავტორი ეთიკური აზროვნების ისტორიის დადებითი მონაპოვრების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე იძლევა ღირსების კატეგორიის მარქსისტულ გაგებას. ღირსების ცნებას ავტორი იხილავს მოვალეობის, სინდისის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ცნებებთან კავშირში.