ნაშრომში ახალი სალიტერატურო ქართულის მასალებზე დაყრდნობით გაშუქებულია შორისდებულთან დაკავშირებული საკითხები ძირითადად სტრუქტურულ-სემანტიკურ თავისებურებათა ჩვენების თვალსაზრისით. შრომის ბოლო ნაწილი წარმოადგენს ლექსიკონს, სადაც სხვადასხვა კონტექსტში ნაჩვენებია ცალკეული შორისდებულის ნაირ-ნაირი მნიშვნელობის გამოხატვის შესაძლებლობანი.