ავტორის შესახებ
შოთა ვარლამის ძე ძიძიგური (დ. 15 აგვისტო, 1911, მათხოჯი — გ. 14 დეკემბერი, 1994) — ქართველი ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1963), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1971).