ნაწარმოებში ასახულია 1721-1736 წლების ირან-ოსმალეთის ომები. ოსმალებმა ამ პერიოდში ილაშქრეს აგრეთვე სომხეთსა და საქართველოში. აღნიშნულ მოვლენებს ადგილი ჰქონდათ იმის შემდეგ, რაც ავღანელებმა დაარბიეს და დაიმორჩილეს სეფიანთა ირანის დიდი ნაწილი. „ომების ისტორიაში“ დაწვრილებით არის აღწერილი ბრძოლათა მიმდინარეობა, ოსმალების ძლიერების თანდათანობითი დათრგუნვა ირანის ძლევამოსილი სარდლის ნადირ-ყული-ხანის მიერ, მისი ლაშქრობა ოსმალების მიერ დაპყრობილი ირანის მიწების უკან დასაბრუნებლად, წარმატებანი და ბოლოს გამეფება მუღანის ველზე.