ავტორის შესახებ
აბრაჰამ ერევანცი – XVIII საუკუნის I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი. მის „1721-1736 წლების ომების ისტორიაში“ აღწერილია ირან-ავღანეთის, ირან-ოსმალეთის ომები, თურქთა შემოსევა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1724 და ერევნის აღება. არის ცნობები საქართველოზეც, კერძოდ, ლეკებისა და თურქებისაგან მცხეთის აღებაზე, ვახტანგ VI-ზე და სხვა. აბრაჰამ ერევანცის ცნობები სანდო და მნიშვნელოვანი წყაროა ამიერკავკასიისა და ირანის ისტორიის შესწავლისათვის.