ნაშრომში წარმოდგენილია სპარსული წერილობითი წყაროები (შაჰ ისმაილ I-ის ანონიმი ავტორის, ყაზი აჰმედ ღაფარის და მაჰმუდ ნათანზის საისტორიო თხზულებები), რომლებშიც საყურადღებო ცნობებია დაცული XVI საუკუნის საქართველოს შესახებ, ისინი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აშუქებენ XVI საუკუნის ირანისა და მეზობელი ქვეყნების ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებს, ამდენად, ერთად აღებული სამივე თხზულება საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ ირან-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვან მომენტებს მთელი XVI საუკუნის მანძილზე.