„ცეკვა ხანჯლებით" ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრების რომანია. ავტორის მიზანია, ამოხსნას დიდი შემოქმედის შინაგანი ბუნება, აღმოაჩინოს მისი ხასიათის საიდუმლოებანი, რომელთა ნაყოფია, ერთი მხრივ ქართული პროზისა და პოეზიის შედევრები, ხოლო, მეორე მხრივ, პიროვნული ტრაგედია. გამოიკვლიოს, ხორცი შეასხას გარდასულ ამბებსა და მოვლენებს, გააცოცხლოს კიდევ ერთი დიდებული ქართველი კაცის მშფოთვარე სული.