ავტორის შესახებ
ალექსანდრე კალანდაძე ( დ. 1 ივნისი, 1916, ხიდისთავი – გ. 26 იანვარი, 1996 ) – ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966).
დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1936 წელს, პარალელურად უცხო (ფრანგულ და გერმანულ) ენათა უმაღლესი კურსები.1931-1932 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1936-1939 წლებში მუშაობდა საგარეჯოში მასწავლებლად და სკოლის დირექტორად. ალ. კალანდაძე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, იბრძოდა ბრესტის ციხესიმაგრეში, იყო პოლონეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი. 1945 წლის დეკემბრიდან ა. კალანდაძე საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ კულტ-საგანმანათლებლო საქმეთა კომიტეტში მსახურობდა, 1954 წლიდან კი საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო; 1966 წელს - სადოქტორო დისერტაციები. 1960 წლიდან მუშაობს შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, სოლო შემდეგ - უფროს მეცნიერ თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქეს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. აქედან 12 მონოგრაფიაა. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პარალელურად ნაყოფიერად იღწეის სამწერლო ასჰარეზზე - გამოქვეყნებული აქვს ხუთი რომანი და სხვა მხატვრელი ნაწარმოებები. 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილებას.