ფრანგული რომანი – ფრედერიკ ბეგბედერის ავტობიოგრაფიული რომანია − ავტორი საკუთარი ცხოვრების რეალურ დეტალებს გვიმხელს. რომანის გმირს, უკვე აღიარებულ მწერალს, პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ნარკოტიკის მიღების დროს აკავებენ და მერვე რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ. ბნელ საკანში გამოკეტილს, თავს ახსენებს ფიქრები წარსულზე, თუმცა ბავშვობის დროინდელი მოგონებები არც ისე ტკბილია. ამიტომ ცდილობს, თავი დააღწიოს ამ ფიქრებს, მაგრამ... მეხსიერებაში მაინც ჯიუტად ცოცხლდება წარსული, ოჯახი, მშობლების წარმომავლობა... მიჰყვება ოჯახის გენეალოგიურ ხეს და თითქოს პირველად შლის თავისი ოჯახის ისტორიის ფურცლებს.
Windows on the world – მოგვითხრობს ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შესახებ, ხსნის მის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე. სიუჟეტის მიუხედავად, სულაც არ არის დრამატული და დამთრგუნველი.