99 ფრანკი – წიგნში აღწერილი გარემო და მოვლენები ავტორის პირადი გამოცდილების ანარეკლია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს რომანისადმი ინტერესს. ბეგბედერი ცინიკურად აღწერს იმ გამოჩენილ ადამიანთა ზღვარგადასულ სიმდიდრეს, რომელთაც კეთილდღეობა დანარჩენი მსოფლიოს უბედურებისა და სულიერი გაღატაკების ხარჯზე მოიპოვეს.
საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე – XX საუკუნის მიწურულს 6000-მა ფრანგმა მკითხველმა საუკუნის საუკეთესო 50 წიგნი შეარჩია. ეს ფრანგების არჩევანი იყო. ფრედერიკ ბეგბედერი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალი –თანამემამულეების არჩევანს „აღწერს“ – გვთავაზობს 50 ესეს – მწერლებზე, ლიტერატურაზე, წიგნებზე, საკუთარ თავზე. მახვილი ენა, მოქნილი ფრაზეოლოგია, პროვოკაცია და მოულოდნელობა – ბეგბედერი ირონიულია, შეუბრალებელი, მოურიდებელი, პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული და ხშირად სევდიანი. სამაგიეროდ, მუდამ თავისუფალი შეფასებისას.